კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მკვიდრი ვასილ სალამაშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს და გაიტაცეს.
ის უკვე გადაყვანილია ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სუს-ში აცხადებენ, რომ ეს პირი დაკავებულია ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტს სესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.