ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, აპლიკაცია Yandex.Taxi არ გამოიყენონ

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომლის სტრუქტურაში შედის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი, რომ მოქალაქეებმა  რუსული აპლიკაცია Yandex.Taxi არ გამოიყენონ.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციის მიერ მობილური მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღებამ, შესაძლოა, პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებისთვის პირობები შექმნას.

„ახლა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი დეტალურ ანალიზს ატარებს Yandex.Taxi-ის აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვიდრე მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების კონკრეტული ფაქტები არ იქნება დადგენილი, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს არ გამოიყენონ ის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით სთხოვს განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ მოხელეებს, არ გამოიყენონ ეს აპლიკაცია.

ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრში მიიჩნევენ, რომ აპლიკაცია წვდომას ითხოვს დიდი ოდენობით კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ხოლო შეგროვილი მონაცემები მოსკოვში მდებარე სერვერებზე ინახება.

იტვირთბა....