aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო კანაფის ლეგალიზების შემდეგ, კოკაინის ლეგალიზებას ელოდება (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საპატრიარქო კოკაინის ლეგალიზებას, კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ ელოდება. პირველი კომენტარი საპატრიარქოს სახელით მამა ანდრიამ გააკეთა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან შესაძლოა მალე მოწევა სავალდებულოც კი გახდეს.

მამა ანდრიას თქმით, 4 მოსამართლე ვერ უნდა წყვეტდეს ოთხი მილიონი ადამიანის ბედს.

“კონსტიტუციის მე-16 მუხლზე დაყრნდობით მიიღო ეს გადაწყვეტილეკბა საკონსტიტუციო სასამართლომ, ვფიქრობ ეს არის შორსმიმავალი გეგმები იმიტომ, რომ მე-16 მუხლში ძალიან მარტივი ფრაზა წერია: თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თვითგანვითარების. თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ.”,- თქვა მამა ანდრიამ.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

იტვირთბა....