ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში ხუთი მანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სადაც 5 მანქნა ერთმანეთს შეეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმში კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

იტვირთბა....