“საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურა შეეძლო წარედგინა ან ვინმე მისი გუნდიდან. ძალიან სერიოზული თავშეკავება გამოიჩინა ივანიშვილმა. ფაქტობრივად, ვერ გავით თუ რას ფიქრობს ივანიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით. ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატობას სთავაზობდა 85 წლის რუს ქირურგს ქართული გვარით ლეო ბოკერია. ეს ვიცი დანამდვილებით. ლეო ბოკერიას რეაქციაც ვიცი, რომელიც ჩვენს საერთო მეგობართან გამოხატა – მე მგონი, მანდ წესრიგში არ გაქვთ ყველაფერი, ივანიშვილს ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები აქვსო. ლეო ბოკერიასაც კი გაეცინა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადადცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, ხოლო მმართველ გუნდს ჯერ კანდიდატურა არ წამოუყენებია.