“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სენაკში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ასეთ სიცხეში თავის თავის მოსასმენად არ მივიდოდა.
ვაშაძის ციტატას ON.GE აქვეყნებს.
“მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა ამ სიცხეში, გაგანია ზაფხულში რომ მონახეთ საშუალება, მოთმინება და ჩემს მოსასმენად მოხვედით. მე ჩემი თავის მოსასმენად არ მოვიდოდი, პირდაპირ გეუბნებით, ისე ცხელა გარეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.