ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართულ მარშზე” სპეციალურ სიუჟეტს BBC აკეთებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მეტრონომი” სანდრო ბრეგაზეს დაუკავშირდა.
ბრეგაძის განმარტებით BBC-ის წარმომადგენლები თავად იყვნენ ჩამოსულები საქართველოში და აინტერესებდათ თუ რა ტიპის ორგანიზაციაა ქართული მარში და რა იდეოლოგიის მატარებელი.
“BBC გააკეთა სპეციალური სიუჟეტი “ქართულ მარშთან” დაკავშირებით. ჩამოსულები იყვნენ მათი წარმომადგენლები. საუბარი ეხებოდა ძირითადად “ქართული მარშის” მიერ ჩატარებულ აქციებსა და აქტივობებს, რომელიც ხდებოდა 2017-2018 წლებში. ისინი დაინტერესებულები იყვნენ თუ რა ტიპის ორგანიზაცია ვართ და რა არის “ქართული მარში”, თუ რა კავშირები და იდეოლოგიას გვაქვს.
როგორც შემატყობინეს ეს სიუჟეტი BBC NEWS-ზე გავა.
მათ დამისვეს კითხვა თუ რა იდეოლოგიას ეფუძნება “ქართული მარში. ასევე აინტერესებდათ თუ როგორი ტიპის პოლიტიკა გვაქვს დასავლური თუ რუსული. მე მათ ავუხსენი რომ ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც გვსურს გვქონდეს რუსეთთან. მათგან წამოვიდა მოსაზრება რომ ქართული მარში არის ისეთი იდეოლოგიის მატარებელი, რომელიც ევროპაშია მაგალითად ლებენის იდეოლოგია და სხვა.
მეც ავღნიშნე რომ “ქართული მარში” მთლიანად ეთანხმება იმ იდეებს, რომელიც აქვს დონალდ ტრამპს ქრისტიანულ ფასეულობებთან, ტრადიციებთან და კონსერვატორულ იდეოლოგისთან მიმართებაში” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მეტრონომთან” საუბრსას.