ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვიცი, რა იქნება და ნუ გეწყინებათ”: გურამ შარაძის შვილი პოსტს აქვეყნებს

აკადემიკოს გურამ სარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მამამისის მკვლელობის საქმეს ეხება.

“ახლა, როცა მამაჩემის მკვლელობაზე, ამ პატარა წერილებს ვწერ, ხან ცრემლი მახრჩობს, ხან გიჟივით მეცინება. სამწუხაროდ, ეს სიცილი, ხშირად სიმწრისაა თუ გაოცების, არ ვიცი რა დავარქვა, ფრანგებსა აქვთ C’est la vie.

მინდა არ მინდა, ,,შეპყრობილი“ ვარ ახლა ამ ამბების გახსენებით და წერასაც ვყავარ აყვანილი. თვალწინ დარბის წლები, ათასი უსამართლობა და რაც მთავარია, თვალწინ ჩაირბინეს ადამიანებმა, რომლებიც იმ სასტიკ წლებში, გვერდზე მედგნენ, ზოგი ფიზიკურად, ზოგი კალმით, ზოგი – ტარით. გული მეტკინა, ბევრ მათგანს დავცხე დღეს, კალმიანებს. მიუხედავად იმისა, რომ არ დამისახელებია, იმ წრეში, ყველამ ზეპირად იცის, გულში მაინც, ვის ეკუთვნის და თავად ეკუთვნით თუ არა.

მოკლედ, მამაჩემის მკვლელობის საქმე ისეთი რამაა, სადაც უკან გზა მოჭრილია!

მიყვარხართ და სიკვდილამდე მადლობელი ვარ იმისთვის, რაც იყო!  მაგრამ არ ვიცი, რა იქნება და ნუ გეწყინებათ …

მოკლედ, ბიძოსავით ხართ, რაა …” – წერს რუსუდან შარაძე.

შეგახსენებთ, აკადემიკოსი გურამ შარაძე რამდენიმე წლის წინ, თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მკვლელობის ბრალდებით ადამიანი დააკავეს, დღემდე ამ საქმის მიმართ ეჭვები არსებობს.

 

იტვირთბა....