ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულოში ორძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდნის შედეგად დაიწვა. ავიაკატასროფის დროს კაბინაში ორი პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბორტზე კიდევ ხუთი ადამიანი იყო. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექსპერტები ამ დრომდე ავიაკატასტროფის მიზეზს სწავლობენ.