ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთათუშეთში კლდიდან გადმოვარდნილი მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

მთათუშეთში კლდიდან გადავარდნილი 11 წლის მოზარდი, გუშინ თბილისის იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

როგორც  საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში,11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....