ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

თურქეთში 17 წლის ქართველი ტურისტი დააკავეს

თურქეთში, ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი დააკავეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნ.ბ. მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული. პოლიციას მომხდარის შესახებ მაღაზიის მეპატრონემ შეატყობინა.

სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა.

მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე იმავე მაღაზიაში კიდევ ერთხელ მივიდა. მას თან კიდევ ერთი ქართველი 19 წლის თ.დ. ახლდა. მაღაზიის მეპატრონემ ისინი იცნო და პოლიციას დაუკავშირდა.

ორივე ახალგაზრდა დააკავეს. ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელად საჭირო აღჭურვილობა. თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.

იტვირთბა....