მახინჯაურში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სანაპიროსთან გაჩერებული ავტომობილი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილები ტურისტებს ეკუთვნოდათ და ისინი სანაპიროსთან კარავში ცხოვრობდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.