სვანეთში დაპირისპირება მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.
ადგილზე იმყოფებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელმაც მოსახლეობასთან დალაპარაკება სცადა.
მოსახლეობის თქმით, ხის გადამამუშავებელი დანადგარების წაღებას აპირებენ, რისი უფლებაც არ მისცეს.
მოსახლეობამ სამართალდამცველებს ხის ხელკეტები და ქვები ესროლა. ადგილობრივებმა და ზემო სვანეთის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველები აპირებდნენ შესვლას, ეძებდნენ ხის დანადგარს, მოსახლეობამ კი მათ ამის უფლება არ მისცა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებას თუ სურს ამ პოლიტიკის გატარება, მაშინ ალტერნატიული სამუშაო უნდა შესთავაზონ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ხეზე მუშაობაა.