ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პეკინის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა

თბილისში პეკინის გამზირზე მერსედესის მარკის ავტომანქანა ორ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა.

მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს. მძღოლი  ადგილიოდან მიიმალა, თუმცა იდენთიფიცირებულია მანქანის მარკა და მოდელი. ასევე ამოვიღებთ ტერიტორიაზე არსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები” – განაცხადა შსს-მ “მეტრონომთან საუბრისას.

იტვირთბა....