ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაშვილი: 4 არჩევნები გავიარე, ამაზე მაფიოზური, შავ-ბნელი, კრიმინალური სისტემა იტალიურ ფილმებშიც არ მინახავს”

“პატრიოთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

“ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დათანხმდება სახელისუფლებო მხარდაჭერას, ე.ი. არაა დარწმუნებული, რომ მარტო გაიმარჯვებს და მეორე- არაა დამოუკიდებელი კანდიდატი და მაშინ ნუ შეგვყავს საზოგადოება შეცდომაში, ნუ ვეთამაშებით ხალხის ნებას. დამოუკიდებელია? გაიმარჯვოს საკუთარი საქმეებითა და სახელით, ასე არაა?! თუ ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოა, რისი ეშინია?

თუ გარემო ერთპარტიული და უსამართლოა, მაშინ გატრუნული რატომაა, ხმა აღიმაღლოს. 4 არჩევნები გავიარე, რაც პოლიტიკაში ვარ. ამაზე მაფიოზური, შავ-ბნელი, კრიმინალური სისტემა იტალიურ ფილმებშიც არ მინახავს. ეს მარაზმი უნდა შევცვალოთ და მერე ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და კანდიდატებიც უარს არ იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე”, – წერს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტულურ თემაში” განაცხდა, რომ შესაძლოა, ‘ქართულმა ოცნებამ” არ დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი.

იტვირთბა....