ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელი: “სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს აძლიერებენ, ერთმანეთი ჭირდებათ”

ივანიშვილითვის არის სააკაშვილის ფაქტორი გადარჩენის საშუალება და ეს 2016 წლის არჩევნებზე კარგად ვნახეთ, როდესაც ზუსტად ისე როგორც 2012 წელს ჩაატარა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია, რომ მიშა დაბრუნდება მე თუ ხმას არ მომცემთო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მისცა ივანიშვილს ხმა, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ჭირდებიან. პოლიტიკურად მათ ორივეს ჭირდებათ პლატფორმა, რომ ყველა პრობლემა ვიღაცას გადააბრალონ, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად შექმნეს. ამიტომ, როგორც ივანიშვილითვის არის სააკაშვილის ფაქტორი გადარჩენის საშუალება და ეს 2016 წლის არჩევნებზე კარგად ვნახეთ, როდესაც ზუსტად ისე როგორც 2012 წელს ჩაატარა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია, რომ მიშა დაბრუნდება მე თუ ხმას არ მომცემთო.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მისცა ივანიშვილს ხმა. ასევე ჭირდება მიშას ივანიშვილი, რომელიც იძახის, რომ ხალხი იმიტომაა ასეთ დღეში, რომ საშინელი რუსი ოლიგარქია – ეს მიშას სიტყვებია, ჩემი არაა. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და მათ ერთმანეთი ჭირდებათ. ერთმანეთის ზიზღზე აქვთ საკუთარი საარჩევნო კამპანია აგებული”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

იტვირთბა....