ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულაია: “გაიფიცეთ, გამოტყუეთ, ამ მათხოვარ ხელისუფლებას თქვენი საარსებო მინიმუმი”

პარტია “თავისუფალი საქართველოს “იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ მერიასთან ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას “იმერეთი ნიუსი” ავრცელებს

როგორც წულაიამ აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანია “ესემკა” დაკისრებულ სამუშაოებს უხარისხოდ აკეთებს.

“კომპანია “ესემკა” უხარისხოდ აკეთებს სამუაოებს, ვადებშიც ვერ ჯდება, მაგრამ მერია მაინც უგრძელებს ხელშეკრულებას. დააჯარიმეს ვითომ, მაგრამ ეს ბაქიბუქი იყო და მეტი არაფერი. ისევ თაღლითური სქემით აპირებენ ქალაქის გადათხრას და გაუბედურებას. რაც რუსთაველის ქუჩაზეა, იგივე იქნება ქალაქში. მილიონების მოტეხვა უნდათ. მურღულიამ რაც მოტეხა, მოტეხა, ახლა ჭიღვარია აგრძელებს. “ესემკას” გაფუჭებული საქმის გამოსწორება გაერთიანებული წყალმომარაგების მუშებს უწევთ. ამ სიცხეში ფეკალიებთან აქვსთ საქმე და ხელფასს მიზერულს უხდიან. მაქვს ინფორმაცია, რომ მუშები გაფიცვის პირას არიან. მათ მოვუწოდებ, გაიფიცეთ, გამოტყუეთ, ამ მათხოვარ, ღორ ხელისუფლებას თქვენი საარსებო მინიმუმი. მე თქვენ გვერდით ვარ”, – განაცხადა წულაიამ.

იტვირთბა....