ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პასუხი რომ გაგცეთ, რა აზრი აქვს? – სალომე ზურაბიშვილი მის შესაძლო კანდიდატურაზე საუბრობს

გახდება თუ არა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, ,,გურია ნიუსთან“ ექსპერტებისა და მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებენ, რომ მას გაპრეზიდენტების ძალიან დიდი შანსი აქვს.

პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ ,,ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს და დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

,,ქვეყნის დემოკრატიისთვის და სწრაფგანვითარებისთვის  კარგი იქნება, რომდამოუკიდბელ კანდიდატს თუ ღირსეული კანდიდატურა იქნება, დავუჭ მხარი. თუ არავინ იქნება, ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, _ განაცახადა ივანიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი სამომავლო გეგმებზე ამ დრომდე არ საუბრობს. იგი ,,გურია ნიუსთან“ არ აკონკრეტებს გეგმავს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

,,პასუხს არ გაგცემთ, მე ყველას ერთად დაგიბარებთ, თქვენც არ იქნებით გამონაკლისი, სხვებისგან“, _გვითხრა ზურაბიშვილმა.

_ ქალბატონო სალომე, გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?

_ პასუხი რომ გაგცეთ, რა აზრი აქვს? ყველას ერთად გიპასუხებთ.

,,გურია ნიუსმა  ზურაბიშვილს ჰკითხა _ ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე მიიღებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?_ თუმცა, ზურაბიშვილმა სხვა კომენტარი აღარ გააკეთა.

მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ დიდი სიმპატიით სარგებლობს.

ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ქართული ოცნება“. გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

gurianews.com

იტვირთბა....