ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ხანძრის შემდეგ წყალდიდობა: ბულგარეთი საბერძნეთსა და თურქეთს აფრთხილებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთსა და თურქეთს  მდინარეების არდასა და მარიცას საგანგაშო ნიშნულამდე ადიდების გამო აფრთხილებს.

უწყების ცნობით, არსებობს წყალდიდობისა და დატბორვის საფრთხე.

ბულგარეთის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ უახლოეს დღეებში ივაილოვგრადის კაშხალი გადაივსება. ჰიდროელექტროსადგური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაერთო.

ცნობისთვის: კაშხალი მდინარე არდაზეა აშენებული, რომელიც გაედინება საბერძნეთის ტერიტორიაზე. საბერძნეთის ტერიტორიაზე უერთდება მდინარე მარიცას შემდეგ კი მდინარე საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე გაედინება.

accent.com.ge

იტვირთბა....