ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კოსაჩოვი – თუ საქართველოში NATO-ს სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდება და საქართველოში ალიანსის სამხედრო ძალები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, თბილისის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების ნორმალიზება არარეალური გახდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ალიანსის სამხედრო მზადების პროგრამები, განლაგდებიან ახალი ტიპის შეიარაღება და ალიანსის ქვედანაყოფები. ეს ყველაფერი კი სამხრეთ კავკასიაში ახალ დაძაბულობას შექმნის და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს. თუ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ახალი სისტემები განლაგდება, მაშინ მოსკოვი მიმართავს ყველა ზომას რუსეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი არასდროს ემუქრებოდა და ახლაც არ ემუქრება საქართველოს, ხოლო ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მხოლოდ მოკლევადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს მისდევენ.

იტვირთბა....