ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძე: “ბატონო ბიძინა, მე ვარ პარტია, მე ვარ საზოგადოება და მე ვარ კონტროლიო – სტალინსაც კი არ მოსვლია აზრად”

“ბატონო ბიძინა, სტალინი რომ სტალინი იყო, იმანაც კი პარტიული კონტროლი მოიგონა. მე ვარ პარტია, მე ვარ საზოგადოება და მე ვარ კონტროლიო – სტალინსაც კი არ მოსვლია აზრად, გარეგნული ფორმა მაინც შეინარჩუნა. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ პარტიული კონტროლი არსებობდა ესეთი ორგანო. თქვენ ვინ გამოჩნდებით ესეთი, თქვენი მილიარდების პატრონი, ერთადერთი ამ დამსახურებით, რომ თქვენ ყოფილხართ საზოგადოება და თქვენი კონტროლი ყოფილა საზოგადოების კონტროლი. ძალიან დიდი სირცხვილია”, – ამის შესახებ პარტია “დემოკრტიული საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....