ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბურჯანაძე ივანიშვილის განცხადებაზე – ასეთი სამარცხვინო მოვლენა არ ვიცი სხვა ქვეყანაში თუ არსებობს

პარტია “დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარტია “‘ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, “ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატის ამ დრომდე არდასახელება სამარცხვინო მოვლენაა.

„ასეთი სამარცხვინო მოვლენა რომელიმე ქვეყანაში მე არ ვიცი საერთოდ არსებობდა თუ არა, როდესაც მმართველ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში ექვსი წელია, არის, არ ჰყავს რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი და ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თუ კანდიდატი არ იქნება, მაშინ წაიღოს ოპოზიციამ საპრეზიდენტო თანამდებობა, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკრეტულად გაურიგდება ერთ-ერთ სატელიტ ოპოზიციურ ძალას და ამას გააფორმებს როგორც დემოკრატიის გამარჯვებად. არ გამოგივათ, ბატონო ბიძინა!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტუალურ თემაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ შესაძლოა, მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატი არ ყავდეს და ასპარეზი ოპოზიციას დაუთმოს, ან დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

იტვირთბა....