ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხორავას ქუჩის საქმეზე გამოსაკითხ პროკურორებს დეპუტატებმა ექსპერიმენტი ჩაუტარეს (ვიდეო)

დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე  შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ პროკურორები გამოკითხა.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მკვლელობის მომენტის ინსცენირება გაითამაშა და პროკურორებს მიმართა კითხვით, თუ ხედავდნენ ისინი ამ მომენტში მის ბრალეულობას. რაზეც პროკურორებმა უპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში ბრალს არ წაუყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....