თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს, მიმართა, რომ 2000 წლიდან ამ ქალაქს მართლა დედა უტირეთ. საკრებულოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ამ რეპლიკას კამათი და ხმაური მოჰყვა.
როგორც სოხაძემ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ქონებების გამო თბილისელებს და დედაქალაქის მერიას ხარკის გადახდა უწევს.
“ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით 2000 წლიდან ამ ქალაქს მართლა ბოდიში და დედა უტირეთ თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. დღეს ყველას, ჩემ შვილებს, თქვენ შვილებს მოუწევთ ხარკის გადახდა იმ უპასუსისმგებლობისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენ ყველაფერი გაყიდეთ, ნებართვები ისეთ ადგილებზე გაეცით, რომ საერთოდ წარმოუდგენელია. ჩვენ დღეს ხარკი უნდა გადავიხადოთ თქვენი უპასუხისმგებლობების გამო, ქალაქმა უნდა გადაიხადოს ფული. გაზის გაძვირებაზე და წყლის გაძვირებაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, უნდა საუბრობდეთ იმაზე, რომ უამრავი ქონება გამოსასყიდი იქნება და კომპენსაციები გვექნება გადასახდელი. მათ შორის იმ ქონებებზე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს გაიყიდა და გასხვისდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, “აჭარის” წინ ტერიტორია ვინ გაყიდა? გაიყიდა თუ არა
თქვენ დროს? თბილისელმა მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს ხარკი ამაში და საერთოდ როგორ იღებთ ხმას რამეზე?!- მიმართა სოხაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს.
სოხაძის აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, პრემიერი მამუკა ბახტაძე იყო მშენებელი, “ცენტრ პოინტის” დირექტორი და თუ კითხვები არსებობს, მას დაუსვან.