ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი ივანიშვილის ინტერვიუზე: “ასეთი კრიტიკა ჩვენს ეკონომიკას კარგა ხანია არ ჰქონია”

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ “მეტრონომთან” საუბრისას შეაფასა.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ივანიშვილმა მუქ ფერებში წარმოადგინა ქართული ეკონომიკა, რაც რეალობას შეესაბამება.

“ჩვენი ეკონომიკის დიაგნოზტიკა იყო ძალიან სწორი. სამწუხაროდ კარგა ხნის განმავლობაში ეკონომიკის კრიტიკა არ ხდებოდა.  ხელისუფლება მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის მესვეურები ჩვენ ეკონომიკას აღწერდნენ ვარდისფერ ფერებში. ივანიშვილმა საკმაოდ მუქ ფერებში წარმოგვიდგინა სიტუაცია, რაც რასაკვირველია რეალობას შეესაბამება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე ასეთი კრიტიკა ჩვენს ეკონომიკას კარგა ხანია არ ჰქონია” – განაცხადა გია ჟორჯოლიანმა “მეტრონომთან” საუბრისას.

იტვირთბა....