ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი: “ბიძინას დენდროლოგიურ პარკში ფიცარი მე უნდა დავხერხო”

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ორ თანამდებობას „ითხოვს“.
“ბიძინას გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, ორ თანამდებობას ვითხოვ უპირობოდ და არავინ შემედავოს. მთაწმინდის რაიონის რიგით პროკურორობას – მაგის საბრალდებო დასკვნა მე უნდა დავწერო და ურეკის რიგით მეტყევეობას – მაგის დენდროლოგიურ პარკში ფიცარი მე უნდა დავხერხო”, –  აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....