aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებთ”: სოფო კილაძე ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოფო კილაძე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის. მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი. ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდი გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში.

სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავს, იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებთ.

ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია” – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გუშინ პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში. მან ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, მაკა ცინცაძეს მისცა.

იტვირთბა....