საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილის გუშინდელ ინტერვუს სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის გამოეხმაურა.
ყოფილი პრეზიდენტის ინტერესეი ივანიშვილის ინტერვიუს იმ მონაკვეთს ეხებოდა, რომელშიც ის ბანკებს აკრიტიკებდა.
“ახლა ივანიშვილი აცხადებს, რომ თურმე ბანკები არიან დამნაშავე იმაში, რაც საქართველოში ხდება, მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ? საქართველოს მთავარი მევახშე და მთავარი მძარცველი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართუ ბანკი“. ახლა გამოკითხვაზე დაიბარეს მისი ყოფილი არარაობა მინისტრები, მათ სესხები გამოტანილი ჰქონდათ ბანკი “ქართუდან“ და პროცენტებს თქვენი ჯიბიდან იხდიდნენ ივანიშვილის ჯიბეში. ბანკი “ქართუს“ მოგებები გაიზარდა რამდენჯერმე სახელმწიფო ორგანიზაციების ხარჯზე. მას არ გამოუვა სხვა ბანკებზე ამის გადაბრალება, მთავარი მევახშე არის ბანკი “ქართუ“ და ივანიშვილი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მთავრობის ცვლილების კვალდაკლვალ პირველი ნაბიჯი იქნება ბანკი “ქართუს“ ჩამორთმევა, ივანიშვილის ქონების დაყადაღება და რაც აქედან შემოვა, ამ ყველაფრის დარიგება საზოგადოებისთვის. მე ამას გპირდებით, რომ გავაკეთებთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. მას არ გამოუვა ჩვენი გაბრიყვება. ამ კაცმა რეალურად გაგვაბრიყვა, გაგვძარცვა, ახლა კი ჩვენ მომართული ვართ არა პროცენტების ასაღებად, არა სხვა ჯგუფებთან შესაჯიბრებლად, არამედ გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა მედიის წინაშე რაც პოლიტიკაში დაბრუნდა.