ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ივანიშვილი: “ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის”

მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური,  – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “აქტუალურ თემაში” განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკების პროცენტების მომსახურებაზე იხდის.

“ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ, პირიქით. ჩვენი ორი ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყოც შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის, ეს არის უკვე სირცხვილი.

რეგულაციები და კოორდინაცია მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად. სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობის პრობლემა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....