ახალი ამბები მთავარი ციტატა

ივანიშვილი: “მედია ხშირად აჭარბებს, მაგრამ ჯობს გადააჭარბოს, ვიდრე შეიზღუდოს”

“ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე, საუბრობს ის ხალხიც, ვინც არასდროს საუბრობდა. მედიაც ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია – გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს.

სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი, რამეთუ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელი მაცივრები და ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ავანტიუისტები კი ძალიან ბევრია ქვეყანაში, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა სიტუაციის დაჭერა. ამას სჭირდებოდა დამატებითი ჩემი რესურსი“, – განაცხადა მაკა ცინცაძის გადაცემა “აქტუალურ თემაში” პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....