ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი – პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სახელდება. ამის შესახებ გუშინ უკვე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. პარტიაში არ უარყოფენ, რომ ცქიტიშვილის კანდიდატურაზე მსჯელობა სერიოზულად მიმდინარეობს. თუმცა საუბარია ასევე სხვა კანდიდატურებზეც.
თავად მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბარს ამ თემაზე ერიდება. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ მოსახლეობა მალე გაიგებს “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები. რიგმა პარტიებმა უკვე წარმოადგინეს თავისი კანდიდატურები. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ კანდიდატს კვირის ბოლომდე დაასახელებენ.

იტვირთბა....