ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიშვილი ახალ თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნაზე: “ყველაფერია შესაძლებელი“

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დატოვა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კობახიძეს პირად საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა.

“რთულია გაიაზრო იმ ადამიანის გეგმები, რომელსაც წარმოუდგენია, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა პირადი საქმე და ამ პირად საქმესთან დაკავშირებით შევხვდი მას“, – განაცხადა კახიშვილმა.

ჟურნალიტების კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მისი ახალ თანამდებობაზე ხილვა, კახიშვილმა განაცხადა, რომ “ყველაფერია შესაძლებელი“.

იტვირთბა....