მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია და ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე, – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა, რომლის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ეკოლოგიური პრობლემეის მოგვარებაა.