ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარი პარტიის რიგებიდან არ შეარჩიოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის არატრადიციულ გზას მიმართოს და კანდიდატი საკუთარი პარტიის რიგებიდან არ შეარჩიოს.

ბესელიას თქმით, მმართველი გუნდი არ ელოდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას და საკუთარი დღის წესრიგი აქვს.

“მე მგონი, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დღეს დაგეგმილ ეთერში, ალბათ, ექნება უკვე რამდენიმე საინტერესო და ღია გზავნილი. კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს გუნდს და მე მგონი, რომ უკვე მალე მოხდება დასახელება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ერთ-ერთ კრიტერიუმს გამოვყოფდი, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე კანდიდატი , რომელსაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამოცდილება, ცნობადობა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ნდობა და ა.შ, ჩვენ ვფიქრობთ ასევე იმაზე, უნდა იყოს ის პარტიული სახე თუ – არა. ვფიქრობთ იმაზეც, დემოკრატიის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლებელია მართლაც ავირჩიოთ გარკვეული არატრადიციული გზა, როცა როგორც წესი, ყველა პარტია მხოლოდ თავის წიაღიდან ეძებს ხოლმე კანდიდატებს. ასე, რომ ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებია და დარწმუნებული ვარ, რომ მალე გახდება ცნობილი”,- განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....