aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ტრანსპორტი იმისთვის არსებობს, მოგვემსახუროს და არა იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ტრანსპორტს დიდი როლი უჭირავს ეკოლოგიური დაბინძურების.

„დღეს ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ წარმოვადგინოთ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა. სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი ამოცანაა ჩვენი ქალაქისთვის. ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და ზუსტად ტრანსპორტს აქვს განსაკუთრებული როლი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....