ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტის კითხვებს უპასუხებს

დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაკა ცინცაძის გადაცემაში “აქტუალური თემა” ჟურნალისტის კითხვებს უპასუხებს.

“სამშაბათს, 21 საათსა და 45 წუთზე “აქტუალურ თემაში” მაკა ცინცაძის შეკითხვებს უპასუხებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი” – წერია გადაცემის ოფიციალურ გვერდზე.

ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ  პირველად წარდგება საზოგადოების წინაშე და ჟურნალისტის კითხვებს უპასუხებს.

იტვირთბა....