ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იაპონიაში სიცხის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში სიცხის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა, დახმარებისთვის საავადმყოფოს 21 ათასმა ადამიანმა მიმართა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტემპერატურა 41 გრადუსს აღემატება. იაპონიის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, გამოიყენონ გამაგრილებელი საშუალებები და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.

იაპონიაში უკვე ორი კვირაა რეკორდულ სიცხეს ებრძვიან.

იტვირთბა....