ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკაკი ზოიძე: “მივესალმები თუ ბატონი ბიძინა საპრეზიდენტო კანდიდატობის სურვილს გამოთქვამს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში”  კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

“პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაცია არ გვქონია. ჩვენ ვთქვით სამი თვით ადრე,  ივლისის ბოლოს დავასახელებდით საპრეზიდენტო კანდიდატურას. გულახდილად გეუბნებით, რომ ამ თემაზე კონსულტაციები არ გვქონია. ზოგადად, მეც მივესალმები თუ ბატონი ბიძინა საპრეზიდენტო კანდიდატობის სურვილს გამოთქვამს. თუმცა, ეს არ გაჟღერებულა და არ გვიმსჯელია”, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

იტვირთბა....