ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფეები მოინახულებენ

ხვალ ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფეები მოინახულებენ. ამის შესახებ  საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საპყრობილეში შესვლის სურვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) გამოთქვეს. საუბრის თემა მამა გიორგისთვის უცნობია.

„მეუფე გრიგოლმა და მეუფე ილარიონმა საპყრობილეში შესასვლელად საშვი უკვე აიღეს. ზუსტად შესვლის დრო უცნობია“, – განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საპატიმროში დეკანოზს ასევე სხვა მეუფეებიც მოინახულებენ, თუმცა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მათ დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

შეგფახსენებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძე მოინახულოს.

სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატის მიხეილ რამიშვილის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გაახმოვნა.

იტვირთბა....