ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძემ შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია დაიწყო

,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ოფისში,  1tv -ის ინფორმაციით ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლებისა და ყველა იმ პირის რეგისტრაცია დაიწყეს, ვინც, სისტემის მსხვერპლია და უსამართლობის განცდა აქვს. ცენტრი  მასალებს პროკურატურას და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის წარუდგენს.

„დავიწყეთ რეგისტრაცია, ვისაც მოუკლეს შვილები, მოუკლეს ნათესავები და ჯერჯერობით მკვლელები ისევ გარეთ დადიან. შევაგროვებთ მონაცემებს და წარვუდგენთ ძალოვნებს. მათი პირდაპირი ვალდებულება არის,  გამოიძიონ ეს საქმეები და დაზარალებულებს, ჩემი ჩათვლით, არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ სამართალმა ვერ იზეიმა. ჩემი აზრით, უკვე დროა ქართველი ერი გამოფხიზლდეს და შერჩევით სამართალს წერტილი დაესვას“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ამ საქმეების გამოძიების შეფერხება მაღალჩინოსნების მფარველობის გამო ჭიანურდება.

იტვირთბა....