ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(LIVE) მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია მიმდინარეობს

ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს შექმნილი კომისია პროკურატურის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კითხავენ.

დაგეგმილია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი გაბოძის, თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძის, თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის, მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების მოსმენა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორებს უსმენენ.

Gepostet von რადიო თავისუფლება am Sonntag, 22. Juli 2018

იტვირთბა....