ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურა ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება პროკურატურამ მარტის თვიდან დაიწყო.

მთავარი საგამოძიებო უწყება, დღეს პირველად, ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს.

„დიმიტრი ქუმსიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე საქართველოს პროკურატურაში, ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტების დროს გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, ასევე  სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების ფაქტი.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, რომელიც ასევე იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს რომელიც განახორციელა ამ სამინისტროსთან დაკავშირებულმა საჰარო იურიდიულმა პირმა“- ამბობს პროკურორი კოკა კაციტაძე.

იტვირთბა....