პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის სახელით დავით ჭიჭნაძის მიმართ გადაწყვეტილება მიღებულია, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს.
„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობაზე გვექნება. დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება და მომავალში თავს სად მოიზარებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება. თვეების განმავლობაში, ამ ყველაფერს წინ კოლეგების მიმართ შეურაცხმოფელი განცხადებები უსწრებდა. დიდი ხანია, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და სწორი იქნებოდა, პარტიიდან წავლის გადაწყვეტილება თავად მიეღო. ვინაიდან არ მიიღო, პარტიამ მიიღო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნების” პარტიიდან რამდენიმე დღის წინ გარიცხეს.