ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბელიანს და კალანდიას საგამოძიებო კომისიის წევრები გამოკითხავენ

წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები გამოკითხავენ.

დეპუტატები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში შესვლას 22 ივლისს გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას – დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

იტვირთბა....