ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე ჭიჭინაძეს: “როდესაც შენი გუნდის წინააღმდეგ აღმოჩნდები, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ განაცადება გააკეთა. მისი თქმით, თუ ეს მომავალშიც გამეორდება, კიდევ უფრო მკაცრი პასუხი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv წერს.

„როდესაც შენი გუნდის წინააღმდეგ შეტევაში აღმოჩნდები, არ უნდა გაგიკვირდეს თუ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება. არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მივცემთ. თუ ეს მომავალში გამეორდება, კიდევ უფრო მკაცრი პასუხი იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

იტვირთბა....