დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია.
„დიახ, რადგან ის პასუხისმგებელია ქვეყანაზე ისევე, როგორც მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ფინეთში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მკაცრად აკრიტიკებენ.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ფაქტის უარყოფაში ძლიერი იყო.