ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები”- პრეზიდენტი

 მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

“მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდე რაღაცა არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, რაც ხდება, მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ხალხის და საზოგადოების მოთხოვნა – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ვიბრძვით” -განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ჩანიშნა.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.

იტვირთბა....