ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

ქუთაისში პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს ტანსაცმელს ახევენ და პოლიციის მანქანებში ტენიან. “პირველების” ინფორმაციით, დაკავებულია მიშა მუმლაძე.

არა რუსეთს, არა რეჟიმს – სწორედ ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში ქუთაისში.

ცნობისთვის, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანამხადაც “ქართული ოცნება” ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებებს წყვეტს, საზოგადოების ნაწილის დიდი პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები პროტესტის მიზნით აქციებს “ოცნების” ოფისთან და პარლამენტის შენობის წინ მართავენ. აქციები დაიგეგმა რეგიონებშიც.

იტვირთბა....