სხვა რეგიონების პარალელურად, პრემიერის დღევანდელ განცხადებას მოქალაქეები ზუგდიდშიც აპროტესტებენ.
აქციები თბილისის რამდენიმე ლოკაციის პარალელურად მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისშიც. აქცია ჩაინიშნა გორშიც.
ცნობისთვის, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანამხადაც “ქართული ოცნება” ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებებს წყვეტს, საზოგადოების ნაწილის დიდი პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები პროტესტის მიზნით აქციებს “ოცნების” ოფისთან და პარლამენტის შენობის წინ მართავენ.