ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკა გიგაურს მაკა ასათიანი ღია წერილით მიმართავს

მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს ღია წერილით მიმართავს, ბოლო პერიოდში ორგანიზაციის მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ გარშემო განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, სადაც „მერსედესის„ საქმე ცალმხრივად თუ მიკერძოებულადაა მოხსენიებული.

„ჩემთვის ძალიან საკვირველია რატომ ხართ კულისებში. ჩემი მომართვიდან დღეს უკვე მეათე დღეა და მაშინ როდესაც „უსამართლობის“ შემყურე, თქვენი მხრიდან სხვადასხვა საკითხზე ღია და ხმამაღალი კომენტარები მსმენია, ახლა როდესაც ეჭქვეშ დგება თავად თქვენი ორგანიზაციის სანდრო რეპუტაცია, თქვენი პასუხი მხოლოდ დუმილია. ამას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს – ერთი, რომ გააზრებული გაქვთ თქვენი შეცდომა და დუმილით ცდილობთ „ხმაურის ჩახშობას“ და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და მეორე, რომ დაფინანსებული პროექტის „შესრულების“ შემდეგ, თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენად უსამართლოდ მოექცევით ბიზნესის წარმომადგენლებს თუ ცალკეულ პიროვნებებს და ოჯახს.  ვფიქრობ, მაშინ როდესაც ხელმძღვანელობთ ასეთ დიდ ორგანიზაციას, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს მოპოვებული, თქვენი მხრიდან დუმილი არამხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

სრულიად არაადექვატური იყო თქვენი მკვლევარების ზედაპირული დამოკიდებულება, რომ მას შემდეგ, რაც ცრუ ინფორმაციას გამოაქვეყნებთ და ამით შელახავთ ოჯახის თუ გიგანტი კომპანიის წარმომადგენლობის „მერსედესის“ ღირსებას, თურმე არ გაქვთ შესაბამისი დრო, რომ საკითხი თავიდან, ამჯერად ობიექტურად შეისწავლოთ.  კიდევ უფრო არაადექვატური იყო მათი მხრიდან „მერსედესის„  საქმის გირგვლიანისა და მიწების საქმეებზე შედარება, სადაც აშკარად სახელმწიფოს მონაწილეობები იყო გამოკვეთილი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ მიმდინარე გამოძიებისთვისაც გვაქვს მიწოდებული ინფორმაცია, რომ სწორედ გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირები იდგნენ იმ ადამიანის გვერდით, რომელმაც იმ პერიოდში ჩემი ოჯახის კუთვნილი წილი მიითვისა და ვის მიერაც, ცალმხრივად მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაგვწამეთ ცილი.

მე ჩემს მიერ გაცხადებული პირობის შესაბამისად, დავიწყე სამართლებრივ ურთიერთობაზე გადასვლა, რაც კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ არ მინდოდა, დავიწყე თქვენს დონორებთან კომუნიკაცია და ამ ყველაფრის ფონზე,  ვრჩები გაოცებული, თუ რამდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა ეკა გიგაურისთვის, მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის მიერ ჩადენილი უსამართლობა.

არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ახალგაზრდა ადამიანების ზურგს ამოეფარეთ, ამიტომ  მოგმართავთ პირადად თქვენ – თქვენი, როგორც ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ნებისმიერი კვლევა თუ განცხადება,  ამიტომ ვფიქრობ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს პირადად თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით“.

იტვირთბა....